"თუ პრეზიდენტი პუტინი მზადაა, განაახლოს დიალოგი, ჩემი ტელეფონის ნომერი არ შეცვლილა" | მაკრონი

გამოქვეყნდა:

"თუ პრეზიდენტ პუტინს ექნება სერიოზული წინადადებები და მზად არის განაახლოს დიალოგი... ჩემი ტელეფონის ნომერი არ შეცვლილა", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, დიალოგის წინაპირობა უნდა იყოს პუტინის "სერიოზული წინადადებები" და საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობა. 

"თუ პრეზიდენტ პუტინს ექნება სერიოზული წინადადებები და მზად არის განაახლოს დიალოგი, რომელიც საშუალებას მისცემს მშვიდობიან მოგვარებას საერთაშორისო სამართლის დაცვით, საფრანგეთი ყოველთვის იქნება ძალა, რომელიც მხარს დაუჭერს და ყველაფერს გააკეთებს შედეგის მისაღწევად. ჩემი ტელეფონის ნომერი არ შეცვლილა", - განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის,15 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა მაკრონთან ურთიერთობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ადრე ისინი "საკმაოდ კარგები, კეთილები, მომუშავეები" იყვნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი