ლოს-ანჯელესის სამედიცინო ექსპერტიზის ოფისი მსახიობ მეთიუ პერის გარდაცვალების მიზეზს აქვეყნებს.
როგორც ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგებით ირკვევა, სიკვდილის მიზეზი "კეტამინის მწვავე ეფექტები" გახდა. ექსპერტიზის ცნობით, ასევე, სიკვდილის ხელშემწყობი ფაქტორებია წყალში დახრჩობა, კორონალური არტერიის დაავადება და ბუპრენორფინის ეფექტი.
კვლევის შედეგებში მეთიუს გარდაცვალება მოხსენიებულია, როგორც "უბედური შემთხვევა".
შეგახსენებთ, რომ Friends-ის მსახიობი, მეთიუ პერი, 28 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.