უკრაინამ დაიბრუნა კიდევ 3 ბავშვი | ერთ-ერთი დედას საქართველოს ტერიტორიაზე დაუბრუნდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ომბუდსმენის ცნობით, ოკუპირებული ხერსონიდან და რუსეთიდან ქვეყანაში დააბრუნეს კიდევ სამი ბავშვი.

დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, ხერსონის რეგიონიდან დაბრუნდნენ და-ძმა, 2008 წელს დაბადებული ბიჭი და 2011 წელს დაბადებული გოგო.

"2011 წელს დაბადებული მესამე ბიჭიც დედასთანაა. ომბუდსმენის აპარატის ხელშეწყობით, დედამ იგი საქართველოდან წამოიყვანა", - წერს ლუბინეცი.

ლუბინეცმა აღნიშნა, რომ ბავშვები დაბრუნდნენ უკრაინის პრეზიდენტის, Bring Kids Back UA-ს სამოქმედო გეგმის ფარგლებში, კატარის სახელმწიფოს შუამავლობით და ბავშვების დაბრუნებაში ასევე ჩართული არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი