ცოცხლად დამარხვის მუქარისა და ძალადობის გამო, სოფელ ხიზაბავრას ყოფილი რწმუნებული დააკავეს

გამოქვეყნდა:

თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობისა და იძულების ფაქტზე დაკავებული კუკური პლაჭიაშვილი, სოფელ ხიზაბავრას  ყოფილი რწმუნებულია. სამართალდამცველებმა მას თანამზრახველ ირაკლი გოგოლაძესთან ერთად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. 

საქმე ეხება "მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟს, სადაც გიყვებოდით ასპინძაში მომხდარ ფაქტზე, როცა თანასოფლელებმა მამაკაცი გაიტაცეს, საფლავი გაათხრევინეს და ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ. მამაკაცს გამტაცებლები ქურდობის აღიარებას აიძულებდნენ და 590 ლარის დაბრუნებას სთოხვდნენ. 

ვითარება რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი