"ჩვენი ქართველი მეზობლებისთვის კარი მუდამ ღიაა" | რუსეთი საქართველოს 3+3 ფორმატში ისევ იწვევს

გამოქვეყნდა:

საქართველოს რუსეთი 3+3 ფორმატში ისევ იწვევს - ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოსთვის კარი ღია რჩება. მიხაილ გალუზინის თქმით, როცა საქართველო მზად იქნება ფორმატში მონაწილეობისთვის, სხვა ქვეყნები ამას მიესალმებიან.

"პირველ რიგში, ჩვენი ქართველი მეზობლებისთვის 3+3 ფორმატის კარი მუდამ ღია. როცა და თუ იგრძნობენ მზადყოფნას ამ ფორმატში მონაწილეობისთვის, ყველა სხვა ქვეყანა, დარწმუნებული ვარ, ამას მიესალმება. ფაქტები და ისტორია, ჩვენი დღევანდელი რეალობის ფაქტები აჩვენებს, რომ რეგიონულ ქვეყნებზე უკეთ რეგიონულ პრობლემებს ვერავინ გადაჭრის. არა რეგიონელების ჩართვის ყველა მცდელობა, როგორც წესი, საუკეთესო შემთხვევაში არაფრით სრულდება. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი სერიოზული კატასტროფით, რასაც გლობალური განზომილება აქვს", – თქვა გალუზინმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთის ანტიპათიას დასავლეთთან მიმართებით.

შეგახსენებთ, რომ 3+3 ფორმატში აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი და სომხეთი არიან ჩართულები. საქართველომ მასში მონაწილეობაზე უარი თქვა.

"საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების რთული პერიოდი, რომელიც გამოწვეული იყო 2019 წელს ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციით, [გავრილოვის ღამე] დაძლეულია. გასულ წელს გაუქმდა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და განახლდა პირდაპირი ფრენები", - თქვა მან Tass-თან ინტერვიუში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი