"ოცნება" სუს-ის დაფინანსებას ისევ ზრდის | 2024 წელს უწყება ბიუჯეტიდან 210 მილიონ ლარს მიიღებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსებას მომავალი წლისთვის ისევ ზრდის. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უწყება ბიუჯეტიდან 210 მილიონ ლარს მიიღებს, რაც წლევანდელ მაჩვენებელს 30 მილიონით აღემატება.

15 მილიონით იზრდება მხოლოდ ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტის დაფინანსება - იმ სამსახურის, რომელიც ხელისუფლების უკანონო დავალებებს ასრულებს და ფარულ მოსმენებს ახორციელებს. საარჩევნო წელს მოსმენების დეპარტამენტს ჯამში 45 მილიონიანი ბიუჯეტი ექნება. 

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ 2024 წელს სუს-ი, გაზრდილი ბიუჯეტით, კიდევ უფრო მეტი ადამიანის მოსმენას აპირებს. იმ პირების, ვინც აქტიურად არიან ჩართულნი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში და მმართველი პარტიისთვის პრობლემას წარმოადგენენ.

ხელისუფლების ოპონენტები ასევე აღნიშნავენ, რომ სუს-ს, რომელსაც "ქართული ოცნება" ზეწოლისა და ზემოქმედებისთვის იყენებს, წინა საარჩევნოდ განსაკუთრებულად აქტიური მუშაობა მოუწევს და გაზრდილი ხარჯებიც ამას ემსახურება.

ცნობისთვის, სუს-ის დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება, თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე უწყებას რუსეთის არცერთი აგენტი არ გამოუვლენია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი