აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. ის ისრაელს, ყატარს და ბაჰრეინს ეწვევა. არსებული ინფორმაციით, თელ-ავივში მასთან ერთად ამერიკელი გენერლებიც ჩავლენ.
როგორც ოსტინი სოციალურ ქსელში წერს, ამ ვიზიტით სურს, დაადასტუროს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერა.
"მე მივემგზავრები ისრაელში, ბაჰრეინსა და ყატარში, რათა ხაზი გავუსვა აშშ-ის ვალდებულებას რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების კუთხით. ვმუშაობთ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე," - წერს ოსტინი X-ზე.