ლეგენდარული ოთარ იოსელიანი | ინტერვიუ Post Factum-ის არქივიდან

გამოქვეყნდა:

89 წლის ასაკში ყველა დროის საუკეთესო ქართველი კინორეჟისორი, ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა. 22 მხატვრული და დოკუმენტური ფილმის ავტორი, რომელსაც საქართველოს გარდა გენიალურ რეჟისორად აღიარებდნენ მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი საფრანგეთში, სადაც მან სიცოცხლის ბოლო 43 წელი გაატარა. 

„ემიგრაციაში კი არა, სამუშაოდ წავედი“, - ასე ხსნიდა საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილებას ოთარ იოსელიანი, რომელსაც 80-იანი წლების შემდეგ საქართველოში აღარ უმუშავია. "ვიცოდი, რომ კინო უნდა გადამეღო… თუ არადა, გავლოთდებოდი. საფრანგეთმა კინემატოგრაფში მუშაობის შესაძლებლობა მომცა", - ამბობდა რეჟისორი, რომლის შემოქმედებაშიც ღვინოს ყოველთვის ეკავა თავისი საპატიო ადგილი, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ღვინო არ უყვარდა. „ჩემს ფილმებში ღვინოს სულის გასაღების ფუნქციას ვაკისრებ",
- უპასუხა მან ერთხელ ფრანგ ჟურნალისტს. 

ოთარ იოსელიანის შემოქმედებაში თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება, რეალური ცხოვრების გარდა. სწორედ რეალობის გამო, მის ფილმებს დევნიდნენ, საბჭოთა ქვეყანაში დაბადებულმა არასაბჭოთა რეჟისორმა იმდროინდელი რუტინული რეალობა ასახა „გიორგიბის თვეში“ „იყო შაშვი მგალობელსა“ და „პასტორალში“.

საქართველოდან წასვლის შემდეგ კი უკვე დიდ ფრანგულ კინემატროგრაფიაში შეიტანა თავისი წვლილი - იქაც თავისებური სიმშვიდით და იდუმალებით...

ოთარ იოსელიანის პასტორალური იდუმალებით, იუმორითა და სიბრძნით სავსე ფილმების გასაღები კარგად იხსნება ერთი ინტერვიუს ნაწყვეტიდან: "კონკრეტულ ფილმს ვიღებ ერთხელ და საბოლოოდ, სამუდამოდ, ამიტომ ამ საქმეს დაუფიქრებლად და ქარაფშუტულად ვერ მივუდგები - ეს არის დედამიწაზე ჩემი ფუნქცია, ჩემი დანიშნულებაო...", - წერდა რეჟისორი. 

Post Factum-ის არქივი ჟურნალისტის, გვანცა სუთიძის ვრცელ ინტერვიუს ინახავს რეჟისორთან და ახლა კიდევ ერთხელ გენქებათ მისი ნახვის საშუალება. ამ გადასახედიდან ალბათ ეს ინტრევიუ კიდევ უფრო მეტად დაგვაფიქრებს, როგორც გენიალური რეჟისორის გზაზე, ისე ჩვენს ყოველდღიურობაზე. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი