ღარიბაშვილი დღეს მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს | ოპოზიცია შეხვედრაზე არ მიუწვევიათ

გამოქვეყნდა:

დღეს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს. შეხვედრა სასტუმრო "შერატონში" გაიმართება, რომელსაც "ქართული ოცნების" წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უმრავლესობის დეპუტატები დაესწრებიან, თუმცა ოპოზიციონერებს მიწვევა არ მიუღიათ. 

ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, ბევრს ისაუბრებს მიღწევებზე და წინსვლაზე, თუმცა შეეხება თუ არა ის მაგალითად რუსულ ოკუპაციას და ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს, უცნობია. დიდი ალბათობით ღარიბაშვილი არც მედიის კითხვებს უპასუხებს. ემიგრაცია, სოციალურად დაუცველები, ევროინტეგრაციის გზაზე საჭირო რეფორმები - ამ თემებზე კითხვებს, სავარაუდოდ, არავინ დასვამს. ოპოზიცია პოპულისტური გზავნილებით სავსე ანგარიშს ელოდება.

"ყველაფერზე ისაუბრებს რა წარმატებები გვქონდა თუ რა არის გასაკეთებელი ქვეყანაში, ყველაფერზე ისაუბრეს, რა არ აქვს სასაუბრო?! წარმატებებზე და რა არის გასაკეთებელი კვლავ კიდევ წარმატება რომ იყოს", - ამბობს "ოცნების" დეპუტატი, ბეჟან წაქაძე. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი