
წითელ ზღვაში, ჰუთების თავდასხმისგან კომერციული გემების დასაცავად ახალი საზღვაო სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
ჰუთებმა კი, რომლებმაც იემენში ძალაუფლება მოიპოვეს, ოსტინის საპასუხოდ განაცხადეს, რომ მათზე აშშ-ის განცხადებამ ვერ მოახდინა შთაბეჭდილება შექმნილი ალიანსით და ისინი წითელ ზღვაში ისრაელისკენ მიმავალ გემებზე თავდასხმებს გააგრძელებენ.