ღვთისმშობელმა დაგვაძლევინოს სიძულვილი, აგრესია და მისგან გამოწვეული ძალადობა - პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს და უსურვებს, რომ ღვთისმშობელმა დააძლევინოთ სიძულვილი, აგრესია და მისგან გამოწვეული ძალადობა. ამ თემაზე პოსტი პრეზიდენტმა საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

გილოცავთ მარიამობას! ღვთისმშობლის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს !
ღვთისმშობელმა მოგვცეს სულიერი სიმშვიდე, დაგვაძლევინოს სიძულვილი, აგრესია და მისგან გამოწვეული ძალადობა! ფარავდეს ჩვენ ახალგაზრდებს, ჩვენ შვილებს ! და მოგვანიჭოს ძალა ურთიერთ ატანისა და გატანისა! - წერს სალომე ზურაბიშვილი.

 28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი