როგორ არიდებენ პასუხისმგებლობას თავს შავი სიის ფიგურანტი კომპანიები. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მორიგი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კანონმდებლობა ხარვეზიანია და ხელისუფლება ვერ, ან არ აკონტროლებს ბიზნესმენებს, რომლებიც ტენდერებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენ.
დასკვნაში მოყვანილია კონკრეტული მაგალითი - ბიზნესმენმა ალექსანდრე ბარათაშვილმა სახელმწიფო შესყიდვების შავ სიას 4-ჯერ ზედიზედ უპრობლემოდ დააღწია თავი. მას შემდეგ, რაც მისი 4 კომპანია ერთი მეორის მიყოლებით დასანქცირდა მან მეხუთე ბიზნეს ჯგუფი დააარსა და რამდენიმე კვირაში სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები მიიღო.