როცა საჭიროდ ჩავთვლით, დაბრუნდება - ზალკალიანი უკრაინიდან გამოწვეულ ელჩზე

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა მინისტირს, დავით ზალკალიანის თქმით, ის ფაქტი, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი სამი თევა საქართველოში კონსულტაციებზე იმყოფება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას საფრთხეს არ უქმნის. მინისტრის განცხადებით, ელჩი უკან მაშინ დაბრუნდება, როცა საჭიროდ ჩათვლიან.

[ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას] საფრეთხეს არ უქმნის, მე მაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა და კომუნიკაცია ჩემს კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრთან, მუდმივად ვარ მასთან კავშირზე, უკრაინელებმა იციან ჩვენი ამ საკითხთან დაკავშირებული პოზიცია და ჩვენ როცა ჩავთვლით საჭიროდ, ის აუცილებლად დაბრუნდება, - თქვა დავით ზალკანლიანმა.

ელჩი თეიმურაზ შარაძენიძე კონსულტაციებისთვის 8 მაისს, მას შემდეგ გამოიწვიეს, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა.

ანტისახელწმიფოებრივს უწოდებს ოპოზიცია დავით ზალკალიანის გადაწყვეტილებას, დიპლომატის საქართველოში დაყოვნების შესახებ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაფუჭება, მხოლოდ რუსეთის ინტერესშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი