რუსეთის მორიგი პროვოკაცია - 28 დეკემებრს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ბიჭვინთის აგარაკების ბედს გადაწყვეტს. საქართველოს დროებით ოკუპირებული რეგიონის ე.წ ხელისუფლებას შეთანხმების დამტკიცება ახალ წლამდე სურს. საკითხს ფორმალურად აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტი განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
საუბარია ბიჭვინთის 180 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე, რომლის გადაცემა ასლან ბჟანიას, ბოლო ცნობებით, პირადად ვლადიმერ პუტინისთვის სურს. აფახაზური საზოგადოების ხანგრძლივი პროტესტის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმი უკან არ იხევს.