მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი და გზავნილები საკნად ქცეული პალატიდან. მიხეილ სააკაშვილმა თავისი მიმართვა მილოცვით დაიყო. მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" არაერთი მცდელობის მიუხედავად, ქართველი ხალხის მისწრაფებამ გაიმარჯვა და საქართვლო მნიშვნელოვანი სტატუსის მფლობელია.
მიხეილ სააკაშვილი თავის გამოსვლაში ახალი ინიციატივით გამოდის - "ნაციონალური მოძრაობის" ჩართულობით შეიქმნა ერთობის კომიტეტი, რომელიც პოლიტიკოსებთან ერთად საზოგადოების აქტიურ წევრებს გაათიანებს. მესამე პრეზიდენტი კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, თუმცა ირკვევა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სხვადასხვა სფეროს წრმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უკვე მართავენ.