აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გაშვება კანონდარღვევით მოხდა - საქართველოს სახალხო დამცველმა რეგიონალურ საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითრებული მოვლენები დეტალურად შეისწავლა და დაასკვნა, რომ თანაშრომლები შრომითი უფლებების უხეში დარღვევით გაათავისუფლეს. ნინო ლომჯარია მაუწყებელს ახლა კონრკეტული რეკომენდაციებით მიმართავს.
ნინო ლომჯარიამ 2020 წლის 24 აგვისტოს რეკომენდაციით მიმართა აჭარის ტელევიზიის დირექტორს, ბათილად ცნოს ბრძანებები, რომლებითაც მალხაზ რეხვიაშვილი გათავისუფლა დაკავებული პოზიციიდან, ხოლო თეონა თურმანიძეს დროებით შეეზღუდა სატელევიზიო წამყვანის საქმიანობაზე დაშვება და აღადგინოს მათი შრომითი უფლებები. აგრეთვე, უზრუნველყოს თეონა ხარაბაძე სამსახურებრივი მოვალეობების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობით.
სამწუხაროა ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია არ ცნობს სახალო დამცველის ამ ანგარიშს, პრინციპში, ისინი არ ცნობენ სამოქალაქო სექტორის არცერთ მოსაზრებას, რაც ჩემთვის როგორც ჟურნალისტვისთვის ბევრი რამის მანიშნებელია, - ამბობს თეონა ხარებაძე, აჭარის ტელევიზიის კორესპონდენტი.
ნინო ლომჯარიამ ტელევიზიას მოუწოდა, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან.
გიორგი კოხრეიძეს რატომაც ვუპირისპირდებოდით ეს იყო მიზეზი, რომ ის ცდილობდა წინასაარჩევნოდ შეეცვალა მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა, ჩვენ დღეს სახეზე ეს გვაქვს, ეს არის დევნა იმ ჟურნალისტების, რომლებსაც განსხვავებული პოზიციები გვქონდა მაუწყებელში, - თქვა ონლაინ მედიის სამსახურის უფროსმა, სოფიო ჟღენტმა.
ომბუდსმენი წერს, რომ ბოლოს შესწავლილმა საქმეებმა კიდევ უფრო გაამწვავა ეჭვები მაუწყებელში დასაქმებული შრომითი უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების სათანადო უზრუნველყოფის, ასევე კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების საკითხებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ აჭარის ტელევიზიაში თანამშრომლების გათავისუფლება მას შემდეგ დაიწყო, ტელეკომპანიის ხელმძღვანელად გიორგი კოხრეიძე დაინიშნა. მაშინ თანამდებობიდან იმპიჩმენტის გზით გაათავისუფლეს ტელევიზიის გენერალური დირექტორი ნათია კაპანაძე. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები ამ ყველაფერს პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებდნენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.