პოლიტიკური გავლენები ანტიკორუფციულ ბიუროში | ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა და "ოცნების" პასუხი

გამოქვეყნდა:

ევროინტეგრაციის გზაზე მყოფ ქვეყანაში დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები პრაქტიკულად აღარ არსებობს - ამაზე მიუთუითებს ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნა, რომელშიც ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ანტიკორუფციული ბიურო სრულად უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენებისგან და დამოუკიდებლობა მოიპოვოს.

ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელია, ანტიკორუფციული ბიუროსთვის საგამოძიებო ფუნქციის მინიჭება. ვენეციის კომისია ასევე მიიჩნევს, რომ ბიურო ანგარიშვალდებული უნდა იყოს არა პრემიერმინისტრის, არამედ პარლამენტის წინაშე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ევროპული რეკომენდაცია საარჩევნო რეფორმას უკავშირდება - საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით ის ვერ პასუხობს ევროპულ სტანდარტებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი