tagesschau: თავდაპირველად გერმანიამ საქართველოს ქართველებისთვის სამუშაო ბაზარზე წვდომის გამარტივება შესთავაზა

გამოქვეყნდა:

გერმანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანიამ საქართველოს თავდაპირველად შესთავაზა დასავლეთ ბალკანეთის რეგულაციის გაფართოება, რაც ქართველებისთვის გერმანულ სამუშაო ბაზარზე წვდომას გაამარტივებდა. გამოცემა ამბობს, რომ გერმანიის გადმოსახედიდან ეს გონივრული ნაბიჯი იყო, თუმცა საქართველოსთვის სრულიად უინტერესო აღმოჩნდა.

მედიის ინფორმაციით, საქართველოსთან მიმართებაში გერმანიას ორი მიზანი ჰქონდა: გერმანიისთვის უფრო ნაკლებ ქართველს მიემართა თავშესაფრის მიღების მოთხოვნით, რადგან, როგორც წესი, ისინი ვერ იღებენ თავშესაფარს და პროცედურები ტვირთავს გერმანულ ბიუროკრატიას. სამაგიეროდ, ქართველები უნდა იმიგრირდნენ ჩვეულებრივ შრომის ბაზარზე, რადგან გერმანიას კვალიფიციური კადრების ნაკლებობა აქვს.

"ქვეყანა უკვე განიცდის „ტვინების გადინებას“: ბევრმა ახალგაზრდამ, კარგი განათლების მქონე ადამიანებმა უკვე დატოვეს ქვეყანა, დარჩენილი მუშები სასწრაფოდ ესაჭიროებათ თავად საქართველოში. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, კარიერული პერსპექტივის ნაკლებობაა და მეორე მხრივ, ის, რომ საქართველო ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ", - წერს გამოცემა tagesschau.

ცნობისთვის, 18 დეკემბერს გერმანიისა და საქართველოს შს მინისტრებმა  მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდება - ვინც გერმანიაში არალეგალურად იმყოფება, უკან, სამშობლოში გამოუშვებენ. მეორე მხრივ, გერმანიაში ჩასული საქართველოს მოქალაქეები, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თავშესაფარს უფრო სწრაფად მიიღებენ. მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, გერმანიის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო აქტი საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების შესახებ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი