11 მოკლული და 30-ზე მეტი დაშავებული | პრაღაში მომხდარი თავდასხმის ბოლო ცნობები

გამოქვეყნდა:

11 მოკლული და 30-ზე მეტი დაშავებული - ჩეხეთის დედაქალაქის ცენტრში საზარელი ტრაგედია მოხდა. შეიარაღებული მამაკაცი პრაღის უნივერსიტეტში შეიჭრა და უმისამართო ცეცხლი გახსნა. სისხლიანი თავდასხმა კარლის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე დაიწყო და მალევე მთელი შენობა პანიკამ მოიცვა.

უნივერსიტეტი და მიმდებარე მოედანი პოლიციამ და სპეცრაზმმა ალყაში მოაქცია. განხორციელდა შენობის ევაკუაცია. ამ დროისთვის კი ინციდენტი დასრულებულია და პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. სავარაუდოდ, ის დევიდ კოზაკია, რომელიც შესაძლოა ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის მხარდამჭერი იყო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი