"ამ დროისთვის, საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაღუპულებს და დაშავებულებს შორის" | საქართველოს საელჩო ჩეხეთში

გამოქვეყნდა:

"ამ დროისთვის, საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაღუპულებს და დაშავებულებს შორის", - ამის შესახებ ჩეხეთში საქართველოს საელჩო პრაღაში მომხდარ თავდასხმასთნ დაკავშირებით წერს და საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

„დღეს ქალაქ პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24-საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +420 777 222 053, საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ ნომერზე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაღუპულებს და დაშავებულებს შორის. საელჩო აქტიურ რეჟიმში ხაზზე რჩება ჩეხეთის ყველა შესაბამის სამსახურთან.“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტში 24 წლის პირმა მასიური სროლის შედეგად 15 ადამიანი მოკლა, დაშავდა 30-მდე პირი.

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | ვითარება პარლამენტთან
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი