შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ზ.ხ-ს სახლში სამართალდამცველები მივიდნენ

გამოქვეყნდა:

19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის - ზ.ხ.-ს სახლში სამართალდამცველები მივიდნენ. ექსპერტ-კლიმინალისტებმა ის მოწყობილობა დალუქეს და შესასწავლად წაიღეს, რომელზეც ზ.ხ-ს მამა ვარაუდობს, რომ მოსამენი აპარატურაა.

ზ.ხ-ს მამან, თამაზ ხომასურიძემ დღეს, 28 აგვისტოს განაცხადა, რომ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა. მისი თქმით, მოწყობილობა საძინებელ ოთახში იპოვა და ეჭვი აქვს, რომ ის პოლიციამ დადო.

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი