რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს | დაშავდა 85 წლის ქალი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა დღეს ხერსონის ცენტრი დაბომბეს, რის შედეგადაც დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც საკუთარ სახლში იმყოფებოდა. 

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, რომან მროჩკო ამბობს, რომ დაშავებულ ქალს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. 

"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის ცენტრალური ოლქის დაბომბვის შედეგად 85 წლის ქალი დაშავდა... დაშავებულს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მან უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე," - წერს მროჩკო Telegram-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი