ეკლესიის პოლიტიკაში ჩარევა არ იქნება სასიმოვნო, მაგრამ ამას მთლიანად ვერ ავიცილებთ - მეუფე ნიკოლოზი

გამოქვეყნდა:

ახალციხის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს. მისი აზრით, თუ ეკლესია პოლიტიკაში ჩაერევა ეს სასიამოვნო არ იქნება, მაგრამ ფაქტს მთლიანად თავიდან ვერ ავიცილებთ.

მე ვთვლი, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს ამ საქმეებში, მაგრამ მეორეს მხრივ, შეუძლებელია, რადგან ჩვენ ყველანი საზოგადოების ნაწილი ვართ, ჩვენც ადამიანები ვართ. ვიღაცას ჩვენი მეტად სჯერა, ვიღაცას ნაკლებად, მე მაგალითად ვცდილობ რომ პოლიტიკური მოსაზრებები საჯარო სივრცეში არ დავაფიქსირო, როგორ არ გამაჩნია, გამაჩნია ჩემი აზრი, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან უნდა იყოს გამოყოფილი. თუ ჩარევა მოხდება, ეს არ იქნება სასიამოვნო, მაგრამ მთლიანად ამას ვერ ავიცილებთ თავიდან, - თქვა მეუფე ნიკოლოზმა. 

მეუფეს თქმით, მას ახალქალაქის დეპუტატთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და წინასაარჩევნო პერიდშიც ვერ ეტყვის, რომ მასთან აღარ მივიდეს, სანამ მოსახლეობა არჩევანს არ გაკეთებს. მისი თქმით ყველანი ადამიანები არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი