ზელენსკი კიევში პოლონეთის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის შეხვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს,რადოსლავ სიკორსკის შეხვდა,. შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობა და უკრაინის თავდაცვის ძალების ძირითადი საჭიროებები განიხილეს 

ასევე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ერთობლივი საწარმოო ობიექტების შექმნის საკითხზე და პოლონური იარაღის შეძენის შესაძლებლობაზე.

"იმედი გვაქვს, რომ ახალ გვერდს გავხსნით ჩვენს ურთიერთობებში. ჩვენ ძალიან ძლიერი მეზობლები ვართ საერთო ისტორიით... ვიმედოვნებ, რომ პოლონეთის პრემიერმინისტრი ასევე იპოვის შესაძლებლობას, უკრაინაში ჩამოვიდეს უახლოესი შესაძლებლობისთანავე", - აღნიშნა ზელენსკიმ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში 22 დეკემბერს ჩავიდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი