პირდაპირ რომელიმე პარტიის მხარდაჭერა მიუღებელი ფორმაა - მამა შალვა კეკელია

გამოქვეყნდა:

მამა შალვა კეკელია ამბობს, რომ ეკლესიის მხრიდან პირდაპირ, რომელიმე პარტიის მხარდაჭერა მიუღებელი ფორმაა. მისი თქმით, ეკლესია პარტიას და ადამიანს არ გამოყოფს და მრევლის ნაწილი ყველა შეიძლება იყოს.

ჩვენთვის ყველა ადამიანი და ყველა პარტია ჩვენი სულიერი შვილია. ეკლესია არასდროს გამოყოფს ადამიანს, არ გამოყოფს არცერთ პარტიას, ეს წარმოუდგენელია. მრევლში შედის ყველა ადამიანი და ყველა წევრია, შეიძლება ნებისმიერი კანდიდატი მოვიდეს შენთან წირვაზე და ღვთისმსახურებას დაესწროს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირადად მე შეიძლება მქონდეს რომელიმე პარტიის მხარდაჭერა, მაგრამა არასდროს საჯაროდ არ მიხსენებია, - თქვა მამა შალვა კეკელიამ.

მამა შალვა კეკელიას თქმით, რაღაც ამ მთავრობის პირობებშიც მოსწონს ან არ მოსწონს, იგივეს თქმა კი წინა ხელისუფლებაზეც შეუძლია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი