
ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ ჰამასის ლიდერი იაჰია სინვარი მალე ისრაელის არმიის "იარაღის ლულას შეხვდება". მოსადისა და შინ ბეთის ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს, გალანტმა ღაზაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღაზას სექტორის ჩრდილოეთით, ოპერაცია ეტაპობრივად ასრულებს ისრაელის არმიის დასახულ მიზნებს.
„ერთი რამ ცხადია, იაჰია სინვარს ახლა ესმის IDF -ის ტანკების და ზემოთ საჰაერო ძალების ბომბების ხმა. მალე ის ჩვენი იარაღის ლულებსაც შეხვდება“, - ამბობს გალანტი.
IDF [ისრაელის არმია] თვლის, რომ "ჰამასის" ლიდერი ღაზას სამხრეთით, მიწისქვეშ იმალება.