ISW: უკრაინა F16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს, სავარაუდოდ, ერთ კვირაში მიიღებს

გამოქვეყნდა:

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2023 წლის ბოლომდე მიიღებს.

ISW-ის წერს, რომ ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ 22 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ ნიდერლანდები F-16-ის 18 ავიაგამანადგურებელს უკრაინაში გასაგზავნად ამზადებს. თუმცა, მას ვადები არ დაუკონკრეტებია.

"რუტემ არ დაუზუსტებია F-16-ების მიწოდების ვადები. თუმცა, ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო სტრატეგიულ დოკუმენტში მითითებულია, რომ ნიდერლანდებმა, დანიამ, ნორვეგიამ და ბელგიამ უკვე აიღეს ვალდებულება უკრაინისთვის F-16-ების წლის ბოლომდე მიწოდებაზე," - წერს ISW.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი