ფარული მოლაპარაკებები | არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის "ეკონომიკის მინისტრი" ზუგდიდში იმყოფებოდა

გამოქვეყნდა:

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკონომიკის მინისტრი, კრისტინა ოზგანი, გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში ზუგდიდში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა შეხვედრა "ენგურჰესის" ხელმძღვანელობასთან გამართა. თუმცა, რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა მათ, უცნობია. 

"მთავარი არხი" დაუკავშირდა "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ლევან მებონიას, მაგრამ ის ჩვენს კითხვებს არ პასუხობს.

ცნობისთვის, ქართული მხარის თანხმობის გარეშე მარიონეტული რეჟიმის ე.წ მინისტრი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ შემოვიდოდა. აღნიშნულ ფაქტს ცენტრალური ხელისუფლება ამ დრომდე საგულდაგულოდ მალავს და განცხადებას არ აკეთებს.

ინფორმაცია  ოკუპირებული აფხაზეთის მედიამ გაავრცელა. სავარაუდოდ, ფარულ აუდიენციაზე მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა ბოლო ხანებში ელექტროენერგიის კრიზისის ფონზე დროებით ოკუპირებული აფხაზეთისთვის სავარაუდოდ ელექტროენერგიის მიწოდება ითხოვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი