შეესაბამება თუ არა საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროების ფორმები საერთაშორისო სტანდარტს? ამ საკითხს გრიფით საიდუმლო ადევს. ადამიანი კი, რომელიც სამხედროების ფორმების ხარისხზე იყო პასუხისმგებელი თავდაცვის უწყებიდან გაუშვეს. დალი ჭელიძე გაათავისუფლეს არა იმიტომ რომ მან თვალი დახუჭა ხარვეზზე, არამედ იმიტომ, რომ სწორედ ხარისხი დაიწუნა. ეს კი მრავალწლიანი გამოცდილების კადრს სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდა. მისი უკანონო გათავისუფლება სასამართლოს სამივე ინსტანციამ დაადგინა, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ განჩინება არ აღასრულა.