საშობაოდ ტერაქტების საფრთხის გამო, გერმანიაში, ავსტრიასა და ესპანეთში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

გამოქვეყნდა:

გერმანიაში, ავსტრიასა და ესპანეთში, საშობაოდ ტერაქტების საფრთხის გამო, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. Reuters-ის ცნობით, გერმანიის ქალაქ კიოლნში, საკათედრო ტაძართან სამართალდამცველების დამატებითი ძალები მოაბილიზეს. როგორც პოლიციაში აცხადებენ, საშობაო მესაზე დასწრების მსურველებს ტაძარში შესვლამდე შეამოწმებენ.

მანამდე გერმანულმა გამოცემა "ბილდმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის, ავსტრიისა და ესპანეთის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია, რომ ისლამისტი ტერორისტები საშობაოდ და ახალ წელს ტერაქტებს გეგმავენ.

ავსტრიაში კი განაცხადეს, რომ საშობაო ბაზრობებთან და ეკლესიებთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება. საშობაოდ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა ესპანეთის ხელისუფლებამაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი