
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მან მოლდოვის პრეზიდენტად არჩევის 3 წლის იუბილის აღსანიშნავად გავრცელებულ საგანგებო მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია მთელმა ქვეყანამ მკაფიოდ თქვას, რა გზას ირჩევს მოლდოვის მომავლისთვის.
"ჩვენ კიდევ ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს, რაც მთავარია მშვიდობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათი შვილებისთვის. ჩვენ ასეთი მომავალი გარანტია მხოლოდ ევროკავშირის წევრად ყოფნის პირობებში გვაქვს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია მთელმა ქვეყანამ მკაფიოდ თქვას, რა გზას ვირჩევთ მოლდოვის მომავლისთვის. მე მოვუწოდებ პარლამენტს, მომავალ წელს, შემოდგომაზე დააინიციროს რეფერენდუმი, რომელზეც ყველა მოქალაქის ხმა გადამწყვეტი იქნება," - განაცხადა სანდუმ.