ჟენევის აეროპორტში, მომსახურე პერსონალის გაფიცვის გამო, ფრენები გადაიდო

გამოქვეყნდა:

ჟენევის აეროპორტში, მომსახურე პერსონალის გაფიცვის გამო, ფრენები გადაიდო. დუბაიში დაფუძნებული სახმელეთო კომპანია DNATA-ს თანამშრომლები გაიფიცნენ, რის გამოც უკვე გადაიდო სამი ფრენა, ასევე მოსალოდნელია ორი ფრენის გადადება.

აეროპორტმა  შესაძლოა ორი ​​კონტინენტთაშორისი ფრენა სხვა აეროპორტებში გადაიტანოს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება გაფიცვა. 

გაფიცულთა მოთხოვნა ხელფასების მატებაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი