პუტინის შურისძიება პრიგოჟინზე | კრემლის დიქტატორის გეგმები და ომი უკრაინაში

გამოქვეყნდა:

დასავლურ ანალიტიკურ წრეებში ძალიან ბევრს და უკვე ძალიან სერიოზულად საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთში, კრემლის კარზე შესაძლოა მორიგი გადატრიალება მზადდებოდეს და რომ პუტინის დღეები მის სკამზე დათვლილია.

მოდით ასე ვთქვათ, ამგვარი ვერსიები მას შემდეგ არაერთხელ გაჩნდა, რაც ცხადი გახდა, რომ პუტინის უკრაინაში შეჭრა მისთვის და რუსეთისთვის სრული სამხედრო კატასტროფით დასრულდებოდა. ერთი სიტყვით, სუსტი და დამარცხებული ცარი არავის უნდა. და როცა მგლების ხროვაში როცა ალფა მამრი საკმარის სიმაღლეზე ვერ დგას, მას აუცილებლად შეჭამენ სხვები.

შესაძლოა ამ გარდაუვალ კატასტროფას პუტინიც გრძნობდეს და შესაძლოა სწორედ ამას უკავშირდებოდეს მისი მხირდან ბოლო პერიოდში გამუდმებული მცდელობა, რომ ომი გაყინოს და დააკონსერვოს. როგორც არ უნდა იყოს, სულ ცოტა ხნის წინ მისი დამხობის მცდელობა ნამდვილად ვნახეთ, რასაც პრიგოჟინის ერთობ საეჭვო გარდაცვალებაც მოჰყვა.

ახლა კი გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ ჩატარებული ვიდეოექსპერტიზით დასტურდება, რომ მისი თვითმფირმნავი აფეთქებულია და მეტიც, გაირკვა შემსურლებელიც, ვინც პუტინის პირადი თანხობით თვითმფირნავის აფეთქების ბრძანება გასცა, ეს ადამიანი კი პატრუშევი აღმოჩნდა. პუტინის დიდი ხნის მეგობარი, რომელიც თვითმფირნავის ჩამოვარდნის მომენტში სწორედ მასთან იმყოფებოდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი