ტრამპის მეორე მცდელობა | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

2024 წელი მსოფლიო პოლიტიკისთვის ნამდვილად რთული იქნება, არჩევნებია ევროპის 30 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. არჩევნებია ევროპარლამენტშიც, კანადაშიც, გაერთიანებულ სამეფოში - ჩვენს მეზობელ თურქეთში, აზერბაიჯანში, და რუსეთშიც კი. ამას დაუმატეთ ომი უკარინაში, ომი ახლო აღმოსავლეთში და გასაგები ხდება, რომ წინ საერთაშორისო პოლტიკისთვის ნადმვილად გამოწვევებით სავსე წელი გველის.

თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება მაინც შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებისკენ იქნება მიპოყრობილი, სადაც დონალდ ჯეი ტრამპი მეორე ვადით შეეცდება ოვალური ოფისის დაკავებას. ბოლო რეიტინგებში მან მცირედით უკვე გაასწრო დემოკრატების უალტერნატივო კანდიდატს - 81 წლის მოქმედ პრეზიდენტს.

რა იქნება არჩევნებამდე - კითხვაზე პასუხს ართულებს ის სასამართლო პროცესებიც, რომელიც ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მთავარი პრობლემა - რაც ტრამპის პოლიტიკური კარიერის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია - 6 იანვრის ბუნტი და მასთან ამერიკის 45-ე პრეზიდენტის საეჭვო შემხებლობაა. ამ საქმის გამო, მაგალითად კოლორადოს სასამართლომ, შტატში ტრამპს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. შეიძლება ეს მოცემულობა უზენაესმა შეცვალოს. მაგრამ წინ რომ არაორდინალური საარჩევნო კამპანია და ძალიან დაძაბული წელი გველის ოკეანის გაღმა, აქედანვე გასაგებია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი