მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მზადაა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი მეორე ვადით იყაროს.
"ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გასავლელი მნიშვნელოვანი ეტაპები და გპირდებით, რომ გავაგრძელებ, თუ 2024 წელს კიდევ ერთი ვადით მენდობით", - თქვა სანდუმ.