უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული "სუ-34" და "სუ-30" ჩამოაგდეს | გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს, რომ 24 დეკემბრის საღამოს რუსული "სუ-30" ჩამოაგდეს. უწყების თქმით, განადგურებულია "სუ-34"-იც, რომელიც მარიუპოლს უტევდა.

"უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს 2 გამანადგურებელი: "სუ-34" და "სუ-30," - ნათქვამია გენშტაბის დილის ანგარიშში.

ცნობისთცვის, მანამდე უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მარიუპოლის მიმართულებით, რუსულ გამანადგურებელ "სუ-34"-ს დაარტყეს. უწყება ასევე ამბობდა, რომ შავ ზღვაში რუსულ "სუ-30-ზე" საბრძოლო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი