პოლიტიკური გადაწყვეტილება გიორგი რურუას წინააღმდეგ - საქმე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა

გამოქვეყნდა:

მოწმეების ჩვენებების დამახინჯება, მათი არასრული შეფასება და ექსპერტიზებისთვის გვერდის ავლა - ეს და კიდევ ბევრი სხვა დეტალი მოხვდა გიორგი რურუას ადვოკატების სააპელაციო საჩივარში. ამტკიცებენ, რომ მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის მიერ გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელია და სარეზოლუციო ნაწილში მხოლოდ ის ეპიზოდებია მითითებული, რომელიც მას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის სჭირდებოდა.  

დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში მოწმეების ჩვენებების ნაწილი მოხვდა, მაგრამ ვალერიან ბუგიანიშვილის მიერ დაწერილ დოკუმენტში არცერთ გვერდზე არ იძებნება დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს საერთოდ არ უმსჯელია მტკიცებულებაზე, რომლის მიხედვით იარაღზე გიორგი რურუას თითის ანაბეჭდები არ ამოვიდა. ბუგიანიშვილისთვის უმნიშვნელო აღმოჩნდა დნმ-ის დასკვნაც, რომელიც ადვოკატების მტკიცებით გაყალბებულია და ამაზე თავად გიორგი რურუასაც სასამართლო განხილვების დროს ბევრჯერ უსაუბრია. 

74-გვერდიან დოკუმენტში არსადაა შეფასებული მოწმე პოლიციელების ცრუ ჩვენებები. იმის მიუხედავად, რომ მათი მხილება დაცვის მხარემ შეძლო და მტკიცებულებად ვიდეოჩანაწერებიც წარადგინა. სწორედ ამიტომ, ადვოკატები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ბუგინიშვილმა პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა და გიორგი რურუა აბსურდული ბრალდებისთვის 4 წლით ციხეში გაუშვა. 

"მთავარი არხის" დამფუძნებელი გისოსებს მიღმა რომ კრიტიკულ მედიასთან კავშირისა და ანტისაოკუპაციო აქციების მხარდაჭერისთვის აღმოჩნდა, ამავე არხის გენერალური დირექტორისთვის პოლიტიკური  გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა.    

გიორგი რურუას ადვოკატებმა სააპელაციო საჩივარი უკვე შეიტანეს. პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე სხვა განაჩენის იმედი, არც ზემდგომი ინსტანციის მოსამართლეებისგან აქვთ, თუმცა საქმის სტრასბურგში წაღებას აპირებენ, ამიტომ ჯერ საქართველოში უნდა ამოწურონ ყველა ინსტანცია. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი