"მთავარი არხის" დამფუძნებლის, გიორგი რურუასთვის გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.
პოლიტპატიმარ გიორგი რურუას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ მოსამართლემ დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებები დაამახინჯა. მისივე თქმით, მოსამართლე არ შეეხო აქტილოსკოპიულ ექსპერტიზის დასკვნას, სადაც რურუას თითი ანაბეჭდები ჩადებულ იარაღში არ აღმოჩნდა.
ეს განაჩენი იყო დაუსაბუთებელი და შეიძლება ვთქვათ, გარკვეულწილად სასაცილოც კი, რადგან მოსამართლემ დაამახინჯა მოწმეების ჩვენებები. კერძოდ, დააბრალა დაცვის მხარის მოწმეებს ისეთი რამ, რაც მათ ფიზიკურად არ უთქვამთ. ხოლო მეორე მხრივ, პოლიციელებთან დაკავშირებით თვალი დახუჭა და საერთოდ არ შეაფასა მათი ჩვენებების ის ნაწილი, სადაც დადასტურდა, რომ ისინი იტყუებოდნენ ან ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს იძლეოდნენ, ასევე შეფასების გარეშე დატოვა, საერთოდ, არც კი იმსჯელა მოწმეთა ნაწილის ჩვენებებზე და მათი ჩვენებები იყო გამამართლებელი მტკიცებულება, ამ შემთხვევაში და ყველაზე მნიშვნელოვანი, მოსამართლე არ შეეხო დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას. ამ დასკვნის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღზე, ჩადებულ იარაღზე არ აღმოჩნდა გიორგი რურუას თითის ანაბეჭდები და შესაბამისად, ეს დასკვნა ცალსახად ადასტურებდა გიორგი რურუას უდანაშაულობას, - ამბობს დიტო საძაგლიშვილი.
რურუას უფლებადამცველი ამბობს, რომ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზასთან დაკავშიებით მოსამართლემ არ ისაუბრა. მისივე თქმით, მოსამართლეს თავიდანე ჰქონდა დაკვეთილი რურუასთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
მოსამართლემ ერთი წინადადებაც კი არ მოიყვანა განჩენში, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იზიარებს, ან გაზიარების შემთხვევაში რა პოზიცია გააჩნია ამ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. მას თავიდანვე დაკვეთილი ჰქონდა გიორგი რურუასთვის გამამტყუნებელი განჩენის გამოტანა და ეს გააკეთა კიდეს. შესაბამისად ჩვენ ყველა ამ გაემოებაზე სააპელაციო საჩივარში ვისაუბრეთ, აღვწერეთ ეს გარემოებები და ბუნებრივია ვითხოვთ აი ამ პოლიტიკური და უკანონო განაჩენის გაუქმებას, - თქვა დიტო საძაგლიშვილმა.
დაცვის მხარეს იმედი აქვს, რომ მეორე ინსტანცია მაინც მოახერხებს პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებას და საქმეზე სამართლიან გადაწყვეტილებას გამოტანას, სადაც ყველა მთავარი მტკიცებულება გაყალბებულია.
შეგახსენებთ, რომ მთავარი არხის დამფუძნებელი გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.
გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.
რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა და რურუას პოლიტიკური დევნა განაგრძო.
ცნობისთვის, მრავალრაუნდიანი მოლაპარაკების შემდეგ ხელისუფლება და ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად 2020 წლის 8 მარტს რამდენიმე პუნქტზე შეთანხმდა: საარჩევნო სისტემის ცვლილება, არჩევნების 120/30-ზე პრინციპით ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.