ეკლესია და არჩევნები - "ოცნება" წინასაარჩევნოდ ისევ ეკლესიის მხარდაჭერის მოლოდინშია

გამოქვეყნდა:

"ოცნება" წინასაარჩევნოდ ისევ ეკლესიის მხარდაჭერის მიღებას ცდილობს. მმართველი პარტიისთვის მრევლი ვაჭრობის საგანი ხდება და ხელისუფლება მზად არის, სასულიერო პირებს, მორწმუნეთა შორის პოპულარობის მოსაპოვებლად დიდი ხარკი გადაუხადოს. "ოცნების" ლიდერები უკვე აქტიურად ჩნდებიან რელიგიურ დღესასწაულებზე ტაძრებში და სულ უფრო ბევრს ლაპარაკობენ ეკლესიის მნიშვნელობაზე. პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას არც სასულიერო პირები უარყოფენ. მღვდელმთავრები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ პროცესში ერევიან როგორც რიგითი მოქალაქეები და არა როგორც გავლენიანი ინსტიტუციის მღვდელმთავრები.

რატომ არის შეუძლებელი, არ ჩაერიოს მაღალი იერარქის სასულიერო პირი პოლიტიკურ პროცესებში ან არჩევნებში? ამაზე საკუთარი განმარტება აქვს მეუფე ნიკოლოზს.

"ქართული ოცნება", რომ წინასაარჩევნოდ ეკლესიაში სიარულს მოუხშირებს, დარწმუნებული არიან პოლიტიკოსები. ხობში პრემიერის დღევანდელ სტუმრობასაც ამ მიზეზით ხსნიან. წინასაარჩევნოდ ეკლესიების აღმშენებლობის არაერთი დაპირება მათ "ოცნების" ლიდერისგან ხშირად მოუსმენიათ. 

"ქართულ ოცნებაში" კატეგორიულად უარყოფენ, რომ ხელისუფლება ეკლესიას წინასაარჩევნოდ იყენებს. ბრალდებებს ხელისუფლება მედიას უყენებს. 

ეკლესიის წარმომადგენლების პოლიტიკურ სიმპათიებზე საუბრობს მღვდელმონაზონი მამა ანდრია სარია, მისი განცხადებით ყველა სასულიერო პირი ამას შესაძლოა ამბიონიდან საჯაროდ არ ქადაგაბს, თუმცა სხვადასხა პოლიტიკური ღონისძიებებში მონაწილეობით საკუთარ მრევლს არჩევანის გაკეთებისკენ ღიად მიანიშნებს. 

სასულიერო პირები წინასაარჩევნო პროცესებში რომ ღიად ერევიან, ამაზე არასამთავრობო სექტორიც საუბრობს. ამბობენ, რომ ამბიონიდან აგიტაცია მიუღებელია.

პოლიტიკური ქადაგებებით ყველაზე ხშირად ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი გამოირჩევა. ყველაზე გავლენიანმა მღვდელმთავარმა მორწმუნე ადამიანებს კონკრეტული პოლიტიკური არჩევანისკენ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი