ელჩების ყოველწლიური კონფერენცია | ზურაბიშვილი ღონისძიებას არ ესწრება

გამოქვეყნდა:

თბილისში ელჩების ყოველწლიური კონფერენცია  იმართება - მთავარი თემა ევროინტეგრაცია და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს ელჩები ახლა დედაქალაქში არიან შეკრებილები. მათ საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერმა მიმართეს სიტყვით. 

სამთავრობო ღონისძიებას არ ესწრება ქვეყნის პრეზიდენტი. ჯერჯერობით უცნობია არ მიიწვიეს სალომე ზურაბიშვილი , თუ მიიწვიეს და თავად არ მივიდა ის ღონისძიებაზე.

ამბასადორიალის ტრიბუნა კი ღარიბაშვილმა პროპაგანდისტული გზავნილებისა და ოპონენტებზე თავდასხმისთვის გამოიყენა. 

პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილმა კი ელჩებისთვის მიმართვისას თქვა, რომ მომავალ წელს "პროვოკაციებს, არეულობას და არასტაბილურობას" ელოდებიან და დიპლომატებს დავალება მისცა:

"დამდეგი წელი რთული იქნება. მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობას და არასტაბილურობას. არასწორი აღქმების შექმნის მცდელობებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან დროული და სათანადო კომუნიკაცია, ასევე მათთან მჭიდრო კავშირების განვითარება....ამიტომ, საერთაშორისო პარტნიორებსა და უცხოელ საზოგადოებასთან სამუშაოდ მეტ აქტიურობას გთხოვთ და მეტ ძალისხმევას, როგორც ტრადიციული დიპლომატიური მეთოდებით, ასევე სოციალური მედიის საშუალებით. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის მხილება, თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა" - თქვა პაპუაშვილმა.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი