"ამხელა კაცს აღარ გრცხვენია?" | ქუთაისის მერს ხელფასი ისევ ეზრდება

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერის ხელფასი  ისევ იზრდება.  5 500 ლარის შემდეგ, იოსებ ხახალეიშვილის ხელფასი მომავალი წლიდან 6 650 ლარი იქნება. ამ თემაზე დასმულმა შეკითხვამ ხახალეიშვილი გააღიზიანა. იმ ქალაქის მერი, საიდანაც მოსახლეობა უპერსპექტივობისა და გაჭირვების გამო გარბის, "მთავარი არხის" იმერეთის ბიუროს კორესპონდენტს ეუბნება, რომ უნდა რცხვენოდეს:

"ამხელა კაცს აღარ გრცხვენია? აღარ უნდა დაამთავრო ეს ინტრიგნობა?" - ასე მიმართა ხახალეიშვილმა ჟურნალისტს.

უარყოფითია მოსახლეობის შეფასებებიც. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი