კოშმარი, სახელად კარანტინი - დისკრიმინაციული მიდგომა საქართველოს მოქალაქეებისადმი

გამოქვეყნდა:

დისკრიმინაციული კარანტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის. "ოცნება" ამ დრომდე ვერაფრით ხსნის, რა მიზეზით უშვებს უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ორ კვირიან კარანტინში, მაშინ, როდესაც უცხოელები ქვეყანაში უპრობლემოდ შემოდიან.

პრობლემას კიდევ უფრო მძიმეს ხდის კარანტინის პირობები. სოციალური ქსელები სავსეა ვიდეოკადრებით და კომენტარებით, რომლებშიც კარანტინში მოთავსებულები ანტისანიტარიაზე, უწყლობაზე, ცუდ საკვებზე და სასტუმროს ნომრებში მოსეირნე მღრღნელებზე საუბრობენ. ეს ყველაფერი ხდება, მაშინ, როდესაც ხელისუფლება კარანტინის უზრუნველსაყოფად მილიონებს ხარჯავს.  

ბათუმში, სასტუმრო "ლეგენდაში" საკარანტინე ზონაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ ვიდეო გადაიღო, კადრებში კარგად ჩანს სასტუმროს ნომერი, საიდანაც, სავარაუდოდ უკვე დიდი ხანია ნაგავი არ გაუტანიათ,
ნომერში მღრღნელები დარბიან. მედიის კითხვებს სასტუმრო "ლეგენდასი" არ პასუხობენ. არადა იმისათვის, რომ საკარანტინე ზონა განთავსდეს სასტუმრო სახელმწიფოსგან საკმაოდ სოლიდურ დაფინანსებას იღებს. 

სოციალურ ქსელში საკარანტინე ზონებიდან სხვა ვიდეოებიც ვრცელდება. სიბინძურე, ანტისანიტარია. მოქალქეები ჩივიან, რომ წყალი საათობით არ მოდის. სასტუმროს თეთრი პირსახოცები, რომელიც წესით ყოველდღე უნდა გამოიცვალოს, უკვე ნაცრისფერია. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პირსახოცებს 7 დღეში ერთხელ ცვლიან. 

ამ პირობებში ბევრ სასტუმროში საქართველოს მოქალქეებს ყოფნა 12 დღის განმავლობაში უწევთ. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს კარანტინის ვადას უგრძელებენ. "მთავარ არხს" ანი ქურასბედიანი დაუკავშირდა. ახალგაზრდა ქალი გვიყვება, რომ 12 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამავე სასტუმროში მყოფ ერთ პიროვნებას კოვიდ 19 დაუდასტურდა. რის გამოც, მას უთხრეს, რომ კიდევ 12 დღე კარანტინში უნდა დარჩენილიყო. გადაწყვეტილება ანი ქურასბედიანისთვის გაუგებარია, რადგან სასტუმროში მყოფი სხვა პირები და მათ შორის ისინიც, ვისთანაც ინფიცირებულს უშუალო კონტაქტი ჰქონდა უკვე გაუშვეს. 

მკაცრი საკარანტინე პირობების გავლა ყველას არ უწევს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 12 დღიან იზოლაციას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ექვემდებარებიან. შენგენის მწვანე ზონის ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები კი საზღვარზე ყველანაირი შეზრუდვის გარეშე გადმოდიან. 

გამონაკლისები არის საქართველოს მოქალქეებს შორისაც. "მთავარი არხის" წამყვანი ნანუკა ჟორჯოლიანი რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და ამიტომ 12 დღიან კარანტინს გადის, კითხვას სვავს - ოკუპირებული აფხაზეთიდან, გადმოსული ირმა ინაშვილი, სადაც კორონავირუსის შემთხვევები საგრძნობლად იმატებს,  რატომ მოძრაობს ქვეყანაში თავისუფლად და რატომ არ არის ის იზოლაციაში. 

საქართველოს მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის თორნიკე კუბლაშვილის სარჩელს ამზადებს. 

წესები საქართველოს მთავრობამ ისე დაადგინა, რომ არც ერთი წარმატებული ქვეყნის პრაქტიკა არ გაუთვალისწინებია. იმ სახელმწიფოებშიც კი, სადაც კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა, ასეთი მკაცრი შეზღუდვები არ მოქმედებს. მითუმეტეს, რომ ეს შეზღუდვები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება. მათ ამწყვდევენ საკარანტინე ზონებში, სადაც მთავრობა იმასაც კი არ აკონტროლებს, რა პირობებში არიან იქ საკუთარი მოქალაქეები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი