"ბრალდებულმა 42 წლის კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა" | თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ 27 დეკემბერს თბილისში,  წულუკიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღს მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი ( 1984 წელს დაბადებული ხ.ვ.) დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1981 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა.

დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული," - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს თქმით, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე ნახეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი