"მთავარი არხის" ინფორმაციით, თბილისში მოკლული 42 წლის სამხედრო, ლაშა გუჯეჯიანია. ის 26 დეკემბერს, წულუკიძის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ, 40 წლამდე კაცმა მოკლა, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე სამხედროა.
არსებული ინფორმაციით, გუჯეჯიანი სახლიდან გამოიყვანეს და ცეცხლსასროლი იარაღით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკლეს. მიყენებული ჭრილობებით ის ადგილზე დაიღუპა.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა შესაძლოა ეჭვიანობას უკავშირდებოდეს.
მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.