აუცილებლად გვჭირდება ერთი სახელმწიფოს დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ინფექციური კლინიკა - ეზუგბაია

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანას აუცილებლად სჭირდება ერთი სახელმწიფოს დაქვემდებარების ქვეშ მყოფი კლინიკა, რომელიც ინფექციური დაავადფებების მქონე პაციენტებს გაატარებს და უხელმძღვანელებს. ასეთი კომენტარი გააკეთა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან თენგიზ ცერცვაძის მორიგ წერლზე.

მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ინფექციური საავადმყოფოს საკითხი აქტუალური 2009 წლის შემდეგ გახდა, რაც დაწესებულების ტერიტორია გაიყიდა.

ეს საკითხი ეხლა არ გამხდარა აქტუალური, აქტუალურია მას შემდეგ რაც ინფექციურის დაწესებულება, ტერიტორია გაიყიდა.  ეს იყო 2009 წელს, მას შემდეგ არ შეჩერებულა ამ თემის ირგვლივ საუბარი. აქტუალური იქნება და დარჩება სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება. კარგი მოლოდინებიმაქვს, მიდის საუბარი უკვე გამოყოფილია თანხა ახალი ცენტრის შესაძენად. მე იმედი მაქცს, ეს დაწყებული საქმე გაგრძელდება და კეთილად დაგვირგვინდება, -ამბობს ეზუგბაია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, პანციენტების მიღება ეტაპობრივად, შესაბამისი სერვისების მოწესრიგების პარალელურად დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს ინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტების მიღებაზე უარი თქვა. თენგიზ ცერცვაძემ იმავე დღეს საჯაროდ განაცხადა, რომ კლინიკას აღარ აქვს COVID 19-ის და აივ ინფიცირებული პაციენტების მომსახურების რესურსი. საავადმყოფოს ხელმძღვანელი ასევე ამტკიცებს, რომ კრიზისის შესახებ დიდი ხნის წინ აცნობა ჯანდაცვის უწყებას და რეაგირებაც სთხოვა, მაგრამ უშედეგოდ.

ამ განცხადებას კი ეკონომიკის სამინისტრო, 21 აგვისტოს გამოეხმაურა, განცხადებაში კი ეწერა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოს უფლება მიეცა გადაუდებელი სამუშაოების დროს 300 ათასი ლარი გამოიყენოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი