პარტია "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის ინიციატივით კულტურის გადასარჩენად ფონდი ჩამოყალიბდა. ხაზარაძეების ფონდის მიზანი კულტურული საქველმოქმედო ფონდების დაფინანსება და კულტურის სფეროს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა.
ფონდს ეყოლება ბორდი, რომლის შემადგენლობაშიც ხელოვნებათმცოდნეები და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გაერთიანდებიან. ამ ფორმით ფონდის მესვეურები არაგამჭირვალობას და სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღებას გამორიცხავენ.