თელავის საკრებულოში ხელჩართული ჩხუბი იყო | "ოცნებამ" ბიუჯეტი დაამტკიცა და ხელფასები გაიზარდა

გამოქვეყნდა:

თელავის საკრებულოში სხდომა ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა. 

დაპირისპირების მიზეზი კი ის გახდა, რომ სხდომაზე პრორუსული "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, ლევან კოჭლოშვილმა დეპუტატებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიულოცა, რაც ენმ-ის დეპუტატმა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ მას ევროპულ მომავალზე საუბრის უფლება არ ჰქონდა. ხელჩართული ბრძოლა საკრებულოს სხდომაზე 2- ჯერ განმეორდა და დერეფანშიც გადაინაცვლა.

სხდომაზე კი 2024 წლის ბიუჯეტი "ოცნებამ" ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე მიიღო. 10%-ით გაიზარდა თელავის მერის, საკრებულოს თავმჯდომარისა და სხვა საჯარო მოხელეების ხელფასი. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი