ვთხოვ საპატრიარქოს, დართოს ნება, რომ ჩემს პატარას წესი აუგონ - 11 წლის მოზარდის ბებია

გამოქვეყნდა:

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ბებია საპატრიარქოს გარდაცვლილი შვილიშვილისთვის წესის აგების ნებართვას სთხოვს.

თუ ბავშვმა თავი მოიკლა, ეს იყო სტრესის გამო. ამიტომ, ვთხოვ საპატრიარქოს დართოს ნება, რომ ჩემს პატარას წესი აუგონ, ამბობს,- გარდაცვლილის ბებია.

გარდაცვლილის ბებიის თხოვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტმა, მეუფე გიორგიმ, რომელიც ამბობს, რომ წესის აგებას თავისი გეგმა აქვს და შესაძლოა ამ შემთხვევაში ეკლესიამ გამონაკლისი დაუშვას.

ცნობისთვის, იქედან გამომდინარე, რომ  საგამოძიებო უწყება თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს, ბავშვს სასულიერო კანონების მიხედვით, შესაძლოა წესი არ აუგონ.

მოზარდის დედა, ნესტან აბჟანდაძე საბერძნეთიდან დღეს უნდა დაბრუნდეს და კვირას შვილის დაკრძალვას დაესწროს. ქალს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით პროცედურები დარღვეული აქვს, როგორც საბერძნეთთან, ასევე თურქეთთან მიმართებაში. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ირწმუნება, რომ პრობლემის მოგვარებისთვის დიპლომატიური უწყება აქტიურად მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის კაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს.  25 აგვისტოს კი ბრალი არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის და ოჯახში ძალადობისთვის წაუყენეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი