სულ უფრო მოახლოებული ანექსიის ეტაპი- აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლი ოკუპაციას აღრმავებს. ბიჭვინთის ხელში ჩაგდების პარალელურად, ცხინვალში რუსეთთან შეერთებაზე ლაპარაკობენ. ორივე ოკუპირებულ რეგიონში მარიონეტული რეჟიმები ხვდებიან, რომ ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა რთული პერსპექტივაა, თუმცა არ წყვეტენ ამ შესაძლებლობის განხილვას. სოხუმში ასეთი რიტორიკისადმი განსაკუთრებულად რთული დამოკიდებულება აქვთ. ადგილობრივი ოპოზიცია ბევრ სხვა მიზეზთან ერთად სწორედ ბიჭვინთის გადაცემის გამო საპროტესტო გამოსვლებს გეგმავს. მაგრამ გაუგებარია შეძლებს თუ არა აფხაზი ხალხი წინააღმდეგობის გაწევას კრემლისთვის.