დნეპროპეტროვსკის გუბერნატორის, სერგეი ლისაკის ინფორმაციით, რუსებმა ქალაქი დნიპრო დაბომბეს. იერიშის შედეგად დაიღუპა 6 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან ერთი 2 წლამდე ასაკის ბავშვია.
მისივე ინფორმაციით, არიან დაკარგულებიც. ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება.